ადამინი, დედამიწის პირველი მტერი და უკანასკნელი იმედი ! დაიცავი დედა, დედა მიწა!

იცით თუ არა:

,,წყალი - ეს არის მთლიანი ბუნების მამოძრავებელი ძალა”
 

საინტერესო ფაქტები 

დედამიწაზე ყოველწლიურად 103 ტრილიონი ტონა ნალექი, წვიმა და თოვლი, მოდის.



 დედამიწაზე მოსული ნალექების დიდი ნაწილი, თითქმის 66 ტრილიონი ტონა, ჰაერში ორთქლდება.


 დედამიწაზე მოსული ნალექების მხოლოდ 37 ტრილიონი ტონა ჩაედინება ოკეანეებსა და ზედაპირული წყლის სხვა რეზერვუარებში. 


ბოლო 50 წლის განმავლობაში წყლის მოხმარება ყოველწლიურად 64 მილიარდი მ³-ით (1 მ³=1000 ლ), მსოფლიოს მოსახლეობა კი, საშუალოდ, 80 მილიონით იზრდება.


 თითოეულ ადამიანს, საშუალოდ, 50 ლიტრი სუფთა წყალი სჭირდება დღეში.


 სუფთა წყლის 70% სარწყავი დანიშნულებით გამოიყენება. 

დღესდღეობით ყოველი 9 ადამიანიდან 1-ს, ე.ი. 844 მილიონს საცხოვრებელ სახლთან ახლოს სუფთა სასმელი წყალი არ გააჩნია. 


წყლის რესურსების გაეროს გლობალური ანგარიშის (World Water Development Report 2018) მიხედვით, დღეისათვის წყალზე გლობალური მოთხოვნა წლიურად 4600 კმ³–ია, 2050 წლისთვის კი ის 6000 კმ³–მდე გაიზრდება და სასმელი წყლის დეფიციტი 40-პროცენტიან ნიშნულს მიაღწევს. ასეთი მზარდი უკმარისობა, შესაძლოა, ახალი ომებისა და წყლით მდიდარ რეგიონებში მოსახლეობის მასობრივი მიგრაციის მიზეზად იქცეს. 1 2 3 5 6 7 4 მსოფლიო მოსახლეობის 1/3–ისათვის საბაზისო სანიტარული სისტემები მიუწვდომელი ფუფუნებაა. 


 დედამიწის ყოველი მესამე მოსახლე საკანალიზაციო ტუალეტით ვერ სარგებლობს, მათ შორის ისინიც კი, ვინც მობილურ ტელეფონს მოიხმარენ. 


2025 წლისათვის წყლის მოხმარება განვითარებულ სახელმწიფოებში – 50 პროცენტით, განვითარებად ქვეყნებში კი პროცენტით გაიზრდება. 10 22 წყლის რესურსების დაცვა და მდგრადი მართვა წყლის რესურსების დაცვა და მდგრადი მართვა დღეს განვითარებული სახელმწიფოების საშუალო სტატისტიკური ბინადარი დღეღამეში დახარჯული 200 ლიტრი წყლიდან სასმელად მხოლოდ 2,5 ლიტრს იყენებს. 


ბუნებრივ სიმდიდრეებს შორის საქართველოში პირველ ადგილზე წყალი და მასთან დაკავშირებული რესურსებია. 

საქართველოში 26 060-ზე მეტი მდინარეა, რომელთა საერთო სიგრძე 60 000 კმ-ს შეადგენს. ჩვენს ქვეყანაში ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი განახლებადი მტკნარი წყლის რესურსების მოცულობა 14 ათას მ³-ს უტოლდება. ევროპაში იგივე მაჩვენებელი წელიწადში საშუალოდ 9,3 ათასი მ³-ია. 


საქართველოში მდინარეთა უდიდესი ნაწილი თოვლისა და მყინვარების ნადნობი წყლებით იკვებება. 

საქართველოში 734 მყინვარია, რომელთა საერთო ფართობი 511 კმ2-ია, ხოლო მყინვარებში დაცული ყინულის მოცულობა 30 კმ3–ია. საქართველოში 860, უპირატესად, მცირე ზომის (1 კმ2) ტბაა, რომელთა სარკის ჯამური ფართობი 175 კმ2–ია, ხოლო წყლის მთლიანი მოცულობა – 400 მლნ მ3. სამკურნალო დანიშნულების მინერალური და თერმული წყლების 200-მდე სახეობისა და 2000-ზე მეტი წყალპუნქტით, 

საქართველო მსოფლიოში ერთ–ერთი უმდიდრესი ქვეყანაა;მსოფლიოს 80 ქვეყანა, სადაც მსოფლიოს მოსახლეობის 40% ცხოვრობს, 


წყლის დეფიციტს განიცდის. მსოფლიოს 80 ქვეყანა, სადაც მსოფლიოს მოსახლეობის 40% ცხოვრობს, წყლის დეფიციტს განიცდის. 

ყოველწლიურად 3,4 მლნ ადამიანი იღუპება წყლისა და სანიტარიულ-ჰიგიენურ პრობლემებთან დაკავშირებული მიზეზებით. 

მსოფლიოში ყოველ მეხუთე ადამიანს ხელი არ მიუწვდება სუფთა წყალზე. 


უვარგისი სასმელი წყლის გამო ყოველდღიურად, მსოფლიოს მასშტაბით, 5 000-ზე მეტი ბავშვი იღუპება.

 მეცნიერთა გამოთვლით თითოეულ ადამიანს დღეში საშუალოდ 25-45 ლ წყალი სჭირდება, რათა ჯანმრთელობა და სისუფთავე შეინარჩუნოს.

Комментариев нет:

Отправить комментарий

21 მარტი ტყის საერთაშორისო დღე

21 მარტი ტყის საერთაშორისო დღე

22 მარტი - წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე

22 მარტი - წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე

22 აპრილი - დედამიწის დღე

22 აპრილი - დედამიწის დღე

5 ივნისი - გარემოს დაცვის მსოფლიო დღე

5 ივნისი - გარემოს დაცვის მსოფლიო დღე