პროექტის მოკლე აღწერა
განობის მიზნით განხორციელდა აქტივობა კითხვარების
საშუალებით. ჩატარდა პროექტის ლოგოს კონკურსი. მუცდმივად ტარებოდა სამუშაო შეხვედრები.
მე-13 მიზანი გააცნო გეოგრაფიის ექსპერტმა მაია ბლიაძემ. მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია,
მოამზადეს და წარმოადგინეს პრეზენტაციები.
გაზომეს საკუთარი ეკოლოგიური ნაკვალევი. 22 მარტს
მოამზადეს ბუკლეტი, ჩაატარეს საუბრები თანასკოლელებთან და თემის წარმომადგენლებთან.
კვირეულის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების დროს დააასუფთავეს სკოლის გარემო, დარგეს მცენარეები, ჩაატარეს მასტერკლასები
და გაუზიარეს ერთმანეთს გამოცდილება. გაიმართა შეხვედრა ლადო აფხაზავასთან. დედამიწის
დღესთან დაკავშირებით გაიმართა ფილმის ჩვენება. მოამზადეს პოსტერები, საინფორმაციო
ბროშურები და გაავრცელეს სკოლაში. დაითესა მიკრო-მწვანილი.15 მაისისთვის მოეწყო მოსწავლეების
მიერ შესრულებული ნახატების ვირტუალური გამოფენა emaze.com ინსტრუმენტის გამოყენებით.
ბიომრავალფეროვნების მსოფლიო დღეს პოსტერების გამოფენა. პროგრამა artsteps.com-ის
გამოყენებით შეიქმნა ვირტუალური პოსტერების გამოფენა.
http://dedamitsis-mcvelebi.simplesite.com/448299811
https://etwinningplusqartvelimaswavleblebi.blogspot.com/?zx=d84af5a384c5b1b
პროექტზე მუშაობისას ჩვენი საგანმანათლებლო მიზანი იყო მოსწავლეებში ეკოლოგიური წიგნიერების კომპეტენციის განვითარება; კლიმატის ცვლილების გარემოზე მოქმედების გაცნობიერება; მოსწავლეებში
ციფრული ტექნოლოგიების მიზნობრივად გამოყენების უნარ-ჩვევის განვითარება; ასევე სოციალური და სამოქალაქო კომპეტენციის განვითარება.
მიზნების
შესასრულებლად გამოვიყენეთ შემდეგი პედაგოგიური მიდგომები: კვლევა; ჯგუფური,
ინდივიდუალური მუშაობა;
ლექცია/სემინარები; ონლაინ თამაშები; კონფერენცია; მიღებული
ინფორმაციის გაზიარება თემთან; პლატფორმის
( FOOTPRINT) გაცნობა და მასზე მუშაობა. ინფორმაციის
მიწოდება დიალოგის ფორმით.
ინტერაქცია ექსპერტთან და ცნობილ ადამიანთან ( მაია ბლიაძე,
ლადო აფხაზავა) ; სწავლა კეთებით; ციფრული ინსტრუმენტების გამოყენებით რესურსების
შექმნა; ინტეგრირებული სწავლება.
სასწავლო პროგრამაში ინტეგრაცია
მოვახდინეთ
პროექტის ინტეგრირება ეროვნულ სასწავლო გეგმაში შემდეგნაირად: გამოვიყენე WEB 2.0 ინსტრუმენტები, რათა მოსწავლე
დაუფლებოდა ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებთან დაკავშირებული ძირითად
ცნებებსა და ოპერაციებს.
მოსწავლეები
ახასიათებდნენ, აღწერდნენ, აჯგუფებდნენ
ტიპობრივ ეკოსისტემებს და მსჯელობდნენ
ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობაზე და მის თავისებურებაზე.
მოსწავლეები
ეცნობოდნენ სხვადასხვა ტიპის ტექსტს,
გამოხატავდნენ საკუთარ დამოკიდებულებას
განხილული საკითხების მიმართ. ფილმის ყურებისას განივითარეს
მსჯელობის,ანალიზის, სინთეზის, შეფასების უნარები. ფილმის ყურებისას
ამოიცნობდნენ სახე-სიმბოლოებს. მოსწავლეებმა შეძლეს სხვადასხვა ტიპის მცირე ზომის
მარტივი ტექსტების შექმნა ნაცნობ თემატიკაზე. ჩამოუყალიბდათ სამყაროს ერთიანობის
განცდა. განუვითარდათ გარემოს ესთეტიკური
აღქმის, მშვენიერების განცდა და მხატვრული გემოვნება. გამოუმუშავდათ
პასუხისმგებლობა და მზრუნველი დამოკიდებულება
ბუნებრივი გარემოს მიმართ, გარემოში
ადეკვატურად და ეთიკურად მოქმედების უნარი. მდგრადი განვითარების პრინციპების
გააზრება და მათ საფუძველზე მოქმედება. სამოქალაქო აქტივობებში მოხალისეობის
საფუძველზე ჩართულობის მნიშვნელობის გაცნობიერება.
მოსწავლეებს
პროექტზე მუშაობის დროს ისწავლეს დედამიწისა
და გარესამყაროს შესწავლა;განუვითარდათ შემდეგი უნარები: დაკვირვების, აღწერის,
კლასიფიცირების, განჭვრეტა/ჰიპოთეზის გამოთქმის, დაგეგმვის, ექსპერიმენტის/ცდის
ჩატარების, ანალიზის, დასკვნის გამოტანისა და შეფასების, მოდელირების,
განუვითარდათ საბუნებისმეტყველო დისციპლინების
მიმართ ინტერესი; გაიაზრეს საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მნიშვნელობა; გაიაზრეს ჯანმრთელობის, ჯანსაღი და უსაფრთხო
ცხოვრების წესის დაცვის მნიშვნელობა; ასევე განივითარეს მოძიებული ინფორმაციის გაავრცელების უნარი საკუთარ სკოლაში და
ადგილობრივ თემში; ფართო აუდიტორიის წინაშე
პრეზენტაციის წარდგენის უნარი; ციფრულ
ტექნოლოგიების მიზნობრივად გამოყენების
უნარი; განუვითარდათ სოციალური და სამოქალაქო კომპეტენცია;
პარტნიორ სკოლებს შორის თანამშრომლობა
პროექტის მიმდინარეობისას მუდმივად ვგეგმავდით
და ვატარებდით სამუშაო შეხვედრებს პროექტში
ჩართულ პედაგოგებთან. ვუზიარებდით ერთმანეთს
საკუთარ მოსაზრებებს, ვგეგმავდით შემდგომ აქტივობებს,
მის განხორციელების გზებს. შეხვედრები იმართებოდა
eTwinninLive , MS Teams -ის დახმარებით. ერთ
-ერთ შეხვედრა ერქვა ასე: ვითამაშოთ
Kahoot-ი : ერთ-ერთი სამუშაო შეხვედრა
მიეძღვნა kahoot-ში მუშაობის გამოცდილების
გაზიარებას. Twinspase-ს ფორუმზე შევქმენით დისკუსია, სადაც თამაშისთვის საჭირო კითხვები
განვათავსეთ, რის საფუძველზეც შევქმენით ტესტი
და ვათამაშეთ მოსწავლეები. ამ აქტივობამ დიდი
ხალისი და მოწონება დაიმსახურა. ფორუმზე
გაიმართა დისკუსია მოსწავლეთა მიერ
მოძიებულ და სასწავლო მასალებზე დაყრდნობით
პრობლემის გააზრებასა და არასახარბიელო შედეგების
შეფასებაზე, გაიაზრეს წყლის როლი ადამიანისა და ცოცხალი ორგანიზმების ზრდასა და განვითარებაში; საკუთარი შეხედულება წარმოდგინეს არგუმენტირებულად.
ბმულები TwinSpace-
ის სივრცეში, რომლებიც აჩვენებს პასუხებს.:
https://twinspace.etwinning.net/137070/pages/page/1239907
https://live.etwinning.net/events/event/169900
https://twinspace.etwinning.net/137070/forum/168683
https://twinspace.etwinning.net/137070/forum/178430
ტექნოლოგიის გამოყენება
პროექტის ფარგლებში მომზადდა საპრეზენტაციო მასალები სხცადასხვა პროგრამებში.
კერძოდ, Microsoft Word -ში ათვსებდნენ მოძიებულ ინფორმაციას,
PowerPoint- მოსწავლეები აწყობდნენ პრეზენტაციებს, Google Docs, Google Forms-ში შევადგინეთ კითხვარები
მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის, Google Slides-ს გამოვიყენეთ კლიმატის საერთაშორისო
დღის აღსანიშნავად, esri.com, fliphtml5.com გამოვყენეთ ელექტრონული წიგნის შესაქმნელად,
რომელშიც განვათავსეთ პედაგოგთა და მოსწავლეთა გამოკითხვის შედეგები,Google My
Maps-ს პროგრამაში მოვნიშნეთ მონაწილე სკოლების ლოკაცია, Biteable.com- ში შევქმენით
პრეზენტაციები, საპრეზენტაციოდ ასევე გამოვიყენეთ
genial.ly, canva.com, wakelet.com, renderforest.com, Flipgrid.com საშუალებით პედაგოგებმა
პედაგოგებმა წარადგინეს საკუთარი თავი, padlet.com გამოვიყენეთ მოსწავლეების მიერ საკუთარი
თავის წარსადგენად, ასევე პროექტის შედეგების შესაფასებლად, blogger.com-ზე შევქმენით პროექტის გვერდი, სადაც
განვათავსეთ პროექტის ფარგლებში განხორციელებული ყველა აქტივობა, facebook.com-ს ვიყენებდით
მასალების გასაზიარებლად და საკომუნიკაციოდ,ხოლო პლატფორმა TEAMS-ს ვიყენებდით სამუშაო
შეხვედრების, კონფერენციებისა და მოწვეულ სტუმრებთან შეხვედრებისათვის. kahoot.com
გამოვიყენეთ ტესტის შესაქმნელად, footprintcalculator.org-ზე დავითვალეთ ჩვენი ეკოლოგიური
ნაკვალევი, OneNote-საშუალებით განხორციელდა შესრულებული სამუშაოების მონიტორინგი, storyjumper.com- ზე ISSUU.com-სა და ourboox.com- ზე შეიქმნა ელ. წიგნები, emaze.com-სა
და artsteps.com-ზე შევქმენით ვირტუალური საგამოფენო
სივრცეები. wheelofnames.com-ით შეირჩა გამარჯვებული
ლოგო.
ბმულები TwinSpace- ის სივრცეში, რომლებიც აჩვენებს პასუხებს.:
https://twinspace.etwinning.net/137070/pages/page/1248602
https://twinspace.etwinning.net/137070/pages/page/1182499
https://etwinningplusqartvelimaswavleblebi.blogspot.com/
http://dedamitsis-mcvelebi.simplesite.com/448299811
https://www.facebook.com/groups/164882935237498
https://twinspace.etwinning.net/137070/pages/page/1182558
https://twinspace.etwinning.net/137070/pages/page/1182572
https://twinspace.etwinning.net/137070/pages/page/1182573
https://twinspace.etwinning.net/137070/pages/page/1359869
შედეგები, გავლენა და დოკუმენტაცია
პროექტზე
მუშაობამ მოსწავლეებს განუვითარა ეკოლოგიური წიგნიერების კომპეტენცია;
მათ კარგად გააცნობიერეს კლიმატის ცვლილების მოქმედება გარემოზე;
პროექტის შემდეგ მოსწავლეებმა ისწავლეს როგორ შეარბილონ კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ეკოლოგიური პრობლემები. შეძლეს მიღებული ცოდნის გაზიარება. გამოიყენეს თანამშრომლობითი უნარი როგორც საკუთარ სკოლასა
და ადგილობრივ თემში, ასევე პროექტის
ფარგლებში მონაწილე სკოლებს შორის.
მოსწავლებს განუვითარდათ ციფრულ ტექნოლოგიების
მიზნობრივად გამოყენების უნარ-ჩვევა; ამაღლდა მათი ცნობიერება კიბერუსაფრთხოების
კუთხით. აუმაღლდათ სოციალური და სამოქალაქო კომპეტენცია.
ა) მე როგორც პროექტის პარტნიორი, ვთვლი, რომ პროექტი განხორციელდა წარმატებით. აქტიურად ჩაერთვნენ მონაწილე პედაგოგები და მოსწავლეები. სამოქმედო გეგმის ყველა აქტივობა შესრულდა
წინასწარ განსაზღვრული დროში. პროექტის ფარგლებში პერიოდულად ხორციელდებოდა
მონიტორინგი, არსებულ მასალებზე დაყრდნობით ხდებოდა გეგმის გადახედვა და
საჭიროების შემთხვევაში ვახდენდით მცირე მოდიფიცირებას. აქტიურად მიმდინარეობდა
სამუშაო შეხვედრები პედაგოგებს შორის გამოცდილების გაზიარების მიზნით. ვფიქრობ,
რომ პროექტის წარმატება განაპირობა თემის აქტუალობამ, მრავალფეროვანმა
და საინტერესოდ დაგეგმილმა აქტივობებმა.
პროექტი იქნება სხვებისთვის სამაგალითო და მოტივაციის მიმცემი.
პროექტის ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა პერიოდულად
ქვეყნდებოდა როგორც დახურულ ჯგუფებში, ასევე საჯარო სივრცეში ( დაცული იყო როგორც საავტორო უფლებები ისე მოსწავლეთა
კონფიდენციალურობა). ასევე განთავსდა პროექტის ფარგლებში შექმნილ ბლოგსა და საიტზე.
პროექტი გამოქვეყნდა ჟურნალში ,,სკოლის მართვა“.
ბმულები TwinSpace- ის სივრცეში, რომლებიც აჩვენებს პასუხებს.:
https://twinspace.etwinning.net/137070/pages/page/1182498
https://twinspace.etwinning.net/137070/pages/page/1251670
https://etwinningplusqartvelimaswavleblebi.blogspot.com/
http://dedamitsis-mcvelebi.simplesite.com/448299811
https://twinspace.etwinning.net/137070/pages/page/1182501
https://twinspace.etwinning.net/137070/pages/page/1405056
https://twinspace.etwinning.net/137070/pages/page/1426441
https://twinspace.etwinning.net/137070/pages/page/1461841
https://twinspace.etwinning.net/137070/pages/page/1486130
https://twinspace.etwinning.net/137070/pages/page/1420609
https://twinspace.etwinning.net/137070/pages/page/1515214
https://twinspace.etwinning.net/137070/pages/page/1574339
https://twinspace.etwinning.net/137070/pages/page/1670408
https://twinspace.etwinning.net/137070/pages/page/1586692
https://twinspace.etwinning.net/137070/pages/page/1674923
https://twinspace.etwinning.net/137070/pages/page/1628647
https://twinspace.etwinning.net/137070/pages/page/1629753
https://twinspace.etwinning.net/137070/pages/page/1629754
https://twinspace.etwinning.net/137070/pages/page/1642772
https://twinspace.etwinning.net/137070/pages/page/1674921
ჩემი წვლილი პროექტში
პროექტის
ფარგლებში ბევრი აქტივობა განვახორციელე მოსწავლეებთან ერთად. ვიყავი ფასილიტატორის როლში, ხოლო მოსწავლეები
აქტიური მონაწილეები. შევასწავლე სხვადასხვა ონლაინ ინსტრუმენტებისა და
აპლიკაციების გამოყენება, სანდო წყაროზე დაყრდნობით ინფორმაციის
მოძიება და გამოყენება. რამაც ხელი
შეუწყო პროექტის წარმატებით დასრულებას. პროექტში
დიდი წვლილი მაქვს შეტანილი. კერძოდ: შევქმენი თიმსისა ჯგუფი,
როგორც ინფორმაციის გაზიარებისთვის, ასევე შეხვედრებისთვის, კონფერენციის ჩასატარებლად.
გავაკეთე პროექტის ბლოგი, ბიომრავალფეროვნებისთვის შექმნილი პოსტერებისთვის
გავაკეთე ვირტუალური გამოფენა. ინსტრუმენტ
პადლეტის გამოყენებით, შევქმენი გვერდი
როგორც გაცნობისთვის, ასევე, უკუკავშირისთვის. მოვიწვიე და შევახვედრე
მოსწავლეებს ექსპერტი მაია ბლიაძე, პროფესორი რუსუდან კვარაცხელია,
საუკეთესო მასწავლებელი ლადო აფხაზავა. ვაწარმოებდი მონიტორინგს და მუდმივად
ვეხმარებოდი პროექტში ჩართულ ახალბედა ითვინერებს.
Комментариев нет:
Отправить комментарий