გაყინვა - წყლის თხევადი აგრეგატული მდგომარეობიდან მყარ მდგომარეობაში გადასვლა.
გარემო - ყველაფერი, რაც ჩვენ გარშემოა. იგი მოიცავს ცოცხალ და არაცოცხალ ობიექტებს
და ობიექტებს შორის არსებულ რთულ ურთიერთკავშირებს.
გარემოს
დაბინძურება - ბუნებრივ გარემოში იმ ფიზიკური, ქიმიური თუ ბიოლოგიური
ნივთიერებების მოხვედრა ან წარმოქმნა, რომლებიც ამ გარემოსთვის არ არის
დამახასიათებელი. ეს არის მდგომარეობა, როდესაც დამბინძურებელი ნივთიერებების
რაოდენობა საშუალო მრავალწლიურ მაჩვენებელს აღემატება.
გვალვა - ხანგრძლივი უნალექო პერიოდი.
დაზოგვა - ნებისმიერი რესურსის გონივრული, რაციონალური გამოყენება.
დეგრადაცია - რაიმეს თვისების და/ან მდგომარეობის თანდათან გაუარესება.
ირიგაცია - მიწების მორწყვა არხების ან წყალსადენი მილების გამოყენებით.
კონდენსაცია - ორთქლის ან აირის სითხედ გადაქცევა.
მტკნარი წყალი - წყალი, რომლის 1 ლიტრში მარილის წილი 0,1 გრამს არ აღემატება.
ნიადაგის დეგრადაცია - პროცესი, რომლის შედეგად ნიადაგი ადრე დაგროვილ ორგანულ
ნივთიერებებს კარგავს და ხდება ნაყოფიერების დაქვეითება.
რეზერვუარი - სითხის ან აირის (გაზის) მარაგის შესანახი სათავსო.
რესურსი - საკვების, სასმელი წყლის, მიწის, სასარგებლო წიაღისეულის და სხვა მარაგი.
სავარგული - სოფლის მეურნეობისთვის გამოსადეგი ადგილი.
სუბლიმაცია - ნივთიერების მყარი აგრეგატული მდგომარეობიდან პირდაპირ აირად
მდგომარეობაში გადასვლა.
სუფთა წყალი - წყალი, რომელიც არანაირ გახსნილ ნივთიერებას არ შეიცავს.
ტრანსპირაცია - წყლის აორთქლება მცენარეების ფოთლების ზედაპირიდან.
ჩამდინარე
წყალი - საყოფაცხოვრებო და საწარმოო ნარჩენებით დაბინძურებული წყალი,
რომელსაც კანალიზაციის სისტემით აცილებენ დასახლებული ადგილისა და სამრეწველო
საწარმოს ტერიტორიას. ჩამდინარე წყალია აგრეთვე დასახლებული პუნქტებისა და სამრეწველო ობიექტების ტერიტორიაზე ატმოსფერული ნალექების შედეგად წარმოქმნილი წყალი.
ჩაჟონვა - წყლის გარკვეული რაოდენობის ჩაღწევა ნიადაგის ზედაპირიდან მის ქვედა
ფენებში.
მიწისქვეშა წყალი - ნიადაგებში, ქანების ფორებსა და ნაპრალებში ან კარსტულ
წყლის რესურსების დაცვა და მდგრადი მართვა
სიცარიელეებში, ნებისმიერ აგრეგატულ, სტატიკურ ან დინამიკურ მდგომარეობაში არსებული
წყალი.
წყალშემცველი ფენა - კლდის, ხრეშის ან ქვიშის ფენა, რომელიც წყალს შეიცავს.
გვალვა - ხანგრძლივი უნალექო პერიოდი.
წყლის ბრუნვა (ცირკულაცია) - წყლის გარემოში მოძრაობა.
წყლის ნაკვალევი - წყლის წლიური მოხმარების კოეფიციენტი ერთ ადამიანზე მოცემული
ქვეყნის მიხედვით.
წყლის რესურსი - გამოსაყენებლად ვარგისი წყალი, რომელიც ჰიდროსფეროს ყველა ნაწილს
მოიცავს: მდინარეებს, ტბებს, არხებს, წყალსაცავებს, ზღვებსა და ოკეანეებს, მიწისქვეშა და
მყინვარების წყალს (ყინული), ნიადაგის ტენს, ატმოსფეროს წყლის ორთქლს.
ჰიდროელექტროსადგური(ჰესი) - ელექტროსადგური, რომელიც ენერგიის მისაღებად წყალს
იყენებს. ძირითადად აშენებენ მდინარეებზე.
მსოფლიოში წყლის მოხმარებაში ყველაზე მაღალ ფასს ევროპელები იხდიან.
ამ თვალსაზრისით, გერმანია და დანია ყველაზე „ძვირადღირებული“ ქვეყნებია.
ეს საფასური, შესაბამისად, კუბურ მეტრზე $1.78-ისა და $1.72-ის ექვივალენტს
შეადგენს.
საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე წყლის მოხმარების საშუალო მაჩვენებელი
400 ლიტრს უტოლდება. კერძო სახლებში მცხოვრები ერთი მოსახლის მიერ
დახარჯული წყლის რაოდენობა 1000 ლიტრსაც კი აღწევს.
წყალზე მოთხოვნა ყოველ 20 წელიწადში ორმაგდება. სხვადასხვა მონაცემით, მე20 საუკუნეში წყალზე მოთხოვნა 6-ჯერ გაიზარდა, მოსახლეობის რაოდენობა კი
– 2-ჯერ.
Комментариев нет:
Отправить комментарий