კლიმატის ცვლილება დღეს კაცობრიობის ერთ-ერთი აქტუალური და პოპულარული თემაა. კლიმატის ცვლილებამ მოსახლეობა ეკოლოგიური პრობლემების წინაშე დააყენა. ეს უმნიშვნელოვანესი საკითხია, უმთავრესი პრობლემაა მთელ დედამიწაზე. საჭიროა ერთად ვიზრუნოთ, რათა შევინარჩუნოთ ,,მწვანე პლანეტა“. ჩვენი მოსწავლეები ხვალინდელი ზრდასრული მოქალაქეები იქნებიან, რომლებიც ყველაზე მეტად მიიღებენ კლიმატის ცვლილების უარყოფით შედეგებს. პროექტის ფარგლებში გამოვიკვლიეთ პრობლემა, შევიმუშავეთ კლიმატის ცვლილების შერბილებისათვის საჭირო ღონისძიებები, რათა გაუმკლავდეთ სხვადასხვა ეკოლოგიურ გამოწვევებს.
პროექტის მიზანი იყო:
1. მოსწავლეებში ეკოლოგიური წიგნიერების კომპეტენციის განვითარება;
2. მოსწავლეების (და არა მხოლოდ) ცნობიერების ამაღლება კლიმატის ცვლილების გარემოზე გავლენის შესახებ::
3. ეკოლოგიური პრობლემების შერბილება:
4. ეკოლოგიურ გამოწვევებთან გამკლავება:
5. მიღებული ცოდნის გავრცელება საკუთარ სკოლასა და ადგილობრივ თემში.
Комментариев нет:
Отправить комментарий